მაია ასათიანმა ,,ტვ პირველზე” გადაინაცვლა და ,,ახალ პროფილს” ოთხშაბათიდან სწორედ ამ არხზე შემოგვთავაზებს. პირველი გადაცემა ამ ოთხშაბათს იქნება, საღამოს ათ საათზე.
,,ახალი პროფილის” გახსნა საკმაოდ გრანდიოზული გამოვიდა. მაია ასათიანი ანონსში ამბობს, რომ მას არასდროს უჭირდა თავიდან ფეხზე დადგომა. მისი გადაცემის პირველი სტუმარიც ამის განსახიერებაა. ინგა გრიგოლია მაია ასათიანთან ინტერვიუში რთულ ეპიზოდებზე საუბრობს, რაც ცხოვრებაში ჰქონია და აღიარებს, რომ ანტისეპრესანტებიც მიუღია…