ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია არჩევნების მეორე ტურსა და ცესკოს მონაცემებს ეხმიანება და წერს, რომ მმართველ გუნდს არჩევნების გაყალებება არ შერჩება და ქვეყანაში ვადამდელი დაინიშნება.
“გავიღვიძე და მართლა ყველგან არ დაუწერიათ გამარჯვება? ვინც ფიქრობს, რომ ეს გაყალბება კი არადა ,,გადაზელვა” შერჩებათ და ვადამდელი არ დაინიშნება, ნეტარია.
აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ იაპონია. ქოცების ხელში არჩევნებმა აზრი დაკარგა! მე პირადად, არჩევნების აზრს ამ ქვეყანაში ვეღარ ვხედავ! ოღონდ, ასეთი ოპტიმისტი და ასეთი შემართული, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ.
ცვლილებები არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს მოიტანს ქოცთა, პასტით დაწერილი გამარჯვება”,- წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს მონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.
ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას