LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას

177
ნიკა 45

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოსმონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.

„უბრალოდ ვიტყოდი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, მაგრამ ბევრი სხვა რამეც იკადრეს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

გუშინ ბრძოლა არ დამთავრებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და არც ერთი ჩემი თანამებრძოლი არ აპირებს, რომ ამას შეეგუოს.

ვაპირებთ მშვიდობიანად ვიბრძოლოთ..

დღეს საღამოს შვიდ საათზე გელოდებით რუსთაველის მოედანზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას.

არც ერთი გაყალბებული ხმა არ შერჩება ოლიგარქს. ძალიან დიდი მადლობა და შეხვედრამდე შვიდ საათზე“,- თქვა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები