ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადება გააპროტესტა, საკუთარი აზრის გამოხატვა და პროტესტი ახლა უკვე პირდაპირ ეთერში გადაწყვიტა.
ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის ცნობილ განცხადებას ეხმაურება
ინგა გრიგოლია: „საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე?“
მან გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, რომ ყველას უნდა აჩვენოს, როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ ქალები. ამის საჩვენებლად კი
ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა.
“მინდა, რომ, უბრალოდ, გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როდესაც ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს გამოაცხობს, ან რაიმე სხვას და ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში”, – აცხადებს გრიგოლია.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ თუ საჭიროა, ის ცომის ამოზელვაზეც არ ამბობს უარს.
ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).
"თუ ვინმემ ხაჭაპურზე გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო"
“ჩემი დილა იწყება ხოლმე ასე: ვიღვიძებ, ვიწყებ სახლის საქმეების კეთებას, თუ საჭიროა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როდესაც, სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები ხოლმე ვალაგებ სახლს, ვემზადები და ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, ბატონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ “კუხნაში” უნდა იყოს.
როდესაც ცომს ვზელ, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ჩემი გადაცემის თემებზე და იმაზე, თუ რა კითხვა უნდა დავუსვა გადაცემის რესპონდენტებს.
სამსახურში მოვდივარ, სტუდიაში შევდივარ. მშვიდად ვარ იმით, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვამბობ: საღამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. აი, ასეთები ვართ ქალები საქართველოდან”, — განაცხადა მან.