LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება“

294

პედიატრი ინგა  მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექიმი ურჩევს მშობლებს, არ აყვნენ პანიკას მაღალი ტემპერატურისას და ენდონ ექიმებს. აქვე „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსი საინტერესო რეკომენდაციებსაც გვაძლევს, როგორ მოვიქცეთ დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში.

„ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომელიც განუწყვეტლივ შემოდის… ძვირფასო მშობლებო, შევეცდები ავხსნა პოპულარულად… ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხშირად ჰიპერთერმია, რომელიც თქვენ ძალიან გაშინებთ…. დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას,იმიტომ რომ ვირუსი მრავლდება,ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას… არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება,ამით თქვენ აქვეითებთ ორგანიზმის უნარს იბრძოლოს ვირუსის წიააღმდეგ… ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38,5 გრადუსამდე,გააგრილეთ ბავშვი,არ მისცეთ სიცხის დამწევი 8 საათიან ზოგჯერ 6 საათიან ინტერვალზე ადრე… გამოიყენეთ ის ბუნებრივი საშუალებები,რასაც თქვენი ექიმი გირჩევთ,არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები,ისინი არ მოქმედებენ ვირუსზე,დაელოდეთ ექიმის გადაწყვეტილებას…სიცხე ვირუსული ინფექციის დროს არის ორგანიზმის სიგნალიც (განგაში) და ამავდროულად თავდაცვაც… ნუ შეგეშინდებათ, ვირუსის ელიმინაციას (გამოსვლას) ორგნიზმიდან ჭირდება 5-7 დღე, თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ მკურნალობას, შეიძლება, პირიქით,გაართულოთ… ვირუსს არ სჭირდება მკურნალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკონტროლოდ დატოვოთ….დატვირთეთ ბავშვი ვიტამინებით მდიდარი საკვებით, თუმცა, არ დააძალოთ… მიეცით სითხეები… დაბანეთ კიდეც და ჰაერზეც გაიყვანეთ,ხშირად გაანიავეთ ბინა… იყავით კონტაქტში ექიმთან…ნუ შეშინდებით“-წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g