LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „საკუთარ შვილებსაც არ აკოცოთ!..“

5653
ingmmchshvlinewsss

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას მორიგი რეკომენდაციებით მიმართავს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

„მეგობრებო, დადგა გაზაფხული და ბუნებრივია, ყველას უჩნდება სეირნობის, კომუნიკაციების (თავშეყრების, შოპინგების, ქეიფის, მოფერების, ჩახუტების, მოგზაურობის და ა.შ) სურვილი. არ დაგვავიწყდეს,რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავრთ!!! COVID-19 in action!!! ის არის ძალიან შეუსწავლელი, ახალი, მუტანტი სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე (ამიტომაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება).

ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე, მას ახასიათებს ბრძოლა სიცოცხლისათვის, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გამრავლდეს!!!

მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანციის პრინციპი, ნუ ჩაეხუტებით, ნუ გადაკოცნით ერთმანეთს, ნუ მიუახლოვდებით 2 მეტრზე ახლოს (მოგზარობის ისტორია აუცილებელია ვიცოდეთ, მაგრამ არის უკვე შიდა გადაცემის შემთხვევებიც) საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ!!! სახლში მოსულებმა გაიხადეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელის დაბანაზე აღარ ვსაუბრობ…

კორონავირუსი არ ცნობს საზღვრებს, კანის ფერს, თანამდებობებს.

ხილი,ბისტნეული და მაღაზიებიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტი, სანამ შეინახავთ (რძე,იოგურტები,მაწონი და ზოგადად ყველაფერი, რისი გარეცხვაც შეიძლება, გარეცხეთ გამდინარე წყალში ან დაამუშავეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით ან სპირტით). რა, არ გინახავთ, ზედ რომ მიაცემინებენ და მიახველებენ ადამიანები, ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე?!.

დაამუშავეთ ზედაპირები ანტიბაქტერიული სითხეებით. სასურველია, არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები გადავიდნენ ონლაინმუშაობის პრინციპზე!..

ვიზრუნოთ ერთმანეთზე, თუ გაქვთ მოგზაურობის ისტორია, თუ გაქვთ კონტაქტი საეჭვო პირთან, სიმპტომების გამოვლენამდე მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! თუ აღგენიშნათ მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყიფოს, ან გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა!!!!

გახსოვდეღ,რომ COVID-19-ის გარდა, ამ პერიოდში აქტივირებულია რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპის და კიდევ სხვა უამრავი ვირუსი, თუმცა თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობისგან თავი შეიკავეთ!!!

უამრავი იწერება კორონავირუსზე, ბევრი ფეიკია თავისი ბიზნესინტერესებით, ამ ახალი ბიოლოგიური მუტანტის შესახებ ბევრი რამ უცნობი და შეუსწავლელა, ამიტომ ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს!!!

გაითვალისწინეთ ჯანმო-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები!!! მიმართეთ ყველა ხალხურ,ანტივირუსულ საშუალებას,გამოისვით ცხვირში ანტივირუსული მალამოები,ხშირად დალიეთ თბილი წყალი ყლუპებით. ‼ვიყოთ ფრთხილად!!! ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე!!! დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს!!! თავი ავარიდოთ შუღლს, ბოროტებას!‼ ხელისუფლებამ კი უნდა გააძლიეროს ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვილობა, გადაამზადოს ექიმები და უმცრისი მედპერსინალი!!!  ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ახალი და რთული გამოწვევისათვის!!! გახსოვდეთ,ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, ეს კი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე, განათლებაზე, ზნეობაზე და მოქალაქეობრივ კულტურაზე!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g