ინგლისი ჩემპიონატის მეშვიდე ტურში მანჩესტერ ”იუნაიტედმა” სანდერლენდს” უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. უგოლო სერია შეწყვიტა ”მანიუს” კაპიტანმა უეინ რუნიმ, რომელსაც პრემიერლიგაში 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. ასევე თავისი პირველი გოლი შეაგდო ინგლისის პირველ ლიგაში მემფის დეპაიმ.
”წითელმა ეშმაკები” თანაქალაქელი ”სიტის” ზედიზედ ორი მარცხით იხეირეს და პრემიერლიგაში 16 ქულით გალიდერდნენ.
”სიტი” ”ტოტენჰემთან” სტუმრად 4:1 დამარცხდა. ”ქალაქელები” 15 ქულით მეორე პოზიციაზე დაქვეითდნენ.