ინგლისის პრემიერლიგას მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყველაზე მეტი ფეხბურთელი ყავს.
მუნდიალზე დარჩენილი 8 გუნდის შემადგენლობაში საერთო ჯამში 184 მოთამაშიდან (158 ითამაშა) 49 ფეხბურთელი პრემიერლიგიდანაა.
ფეხბურთელების რაოდენობა ლიგების მიხედვით ასე ნაწილდება: ინგლისი – 49, ესპანეთი – 24, რუსეთი – 24, იტალია – 20, საფრანგეთი – 19, გერმანია – 12, ბრაზილია – 5, ბელგია, ჩინეთი – 3, უკრაინა – 3, არგენტინა – 3, ჩემპიონშიფი – 2, შოტლანდია – 2, თურქეთი – 2, ურუგვაი – 2, პორტუგალია – 2, ხორვატია – 2, მექსიკა – 2, დანია – 1, ავსტრია – 1, საემიროები – 1, აშშ – 1.
ამასთან, მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტი“ ყველაზე მეტი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.
8 გუნდის განაცხადაში „სიტის“ 11 ფეხბურთელია. სამეულში შედიან „ტოტენჰემი“ (9) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (8).
გარდა ინგლისური გუნდებისა, ათეულში მოხვდნენ: პსჟ (8), „ბარსელონა“ (7), „ჩელსი“ (6), „ატლეტიკო“ (6).
„რეალი“, ცსკა, „ლივერპული“ და „ზენიტი“ მე-8-11 ადგილებს იყოფენ – 5-5 მოთამაშით. „კრასნოდარს“, „იუვენტუსს“, „ინტერს“ და „მონაკოს“ 4-4 ფეხბურთელი ყავთ.