LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში ვარდი ყვავის და მელიებს აგულიანებს

46

პრემიერლიგას ყველაზე სენსაციური ლიდერი ყავს: ინგლისურ ბობოლებს თავზე „ლესტერი“ წამოაჯდა. ეს „მელიების“ დამსახურებაცაა და კიდევ ორი გუნდის, რომელთაც თავიანთი მატჩები წააგეს. ერთ-ერთი „სიტია“, რომელმაც შინ „ლივერპულთან“ 1:4 წააგო.

კლოპის ბიჭები დიდებულად გამოიყურებოდნენ, მწვავე კონტრშეტევებს აკეთებდნენ და დამსახურებულად გაანადგურეს მეტოქე.
“სიტიმ” ამ მარცხით არათუ პირველი ადგილი, არამედ მეორეც დაკარგა და თანაქალაქელი “იუნაიტედი” წინ გადაუშვა. ლუი ვან გაალის ბიჭებმა მორიგი მძიმე მატჩი ჩაატარეს, მაგრამ თავისას მაინც მიაღწიეს და სამი ქულა „უოტფორდს“ სულ ბოლოს გამოგლიჯეს.

როგორც იქნა, მოიგო “ჩელსიმაც”. ასევე მინიმალური სხვაობით, გამარჯვების გოლი დიეგო კოშტამ შეაგდო და ეს 3 ქულა ჟოზე მოურინიოს გუნდს ნამდვილად ეკუთვნოდა.

თამაში ჩააგდო “არსენალმაც”, თუმცა “მეთოფეებს” ქულის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ ბოლოს სანტი კასორლამ პენალტი ვერ გაუტანა “ვესტ ბრომვიჩს”.
მესუთ იოზილმა ზედიზედ მე-7 მატჩში გააკეთა საგოლე პასი, ეს პრემიერლიგის ახალი რეკორდია.

“არსენალი” ახლა თანაქალაქელი “ტოტენჰემის” სუნთქვას გრძნობს, რომელმაც მორიგი ლონდონური დერბი ითამაშა და “ვესტ ჰემის” დამარცხება შეძლო… “დეზების” მხრიდან ორი ბურთი შეაგდო ჰარი კეინმა.

კლაუდიო რანიერის “ლესტერი”, “სენტ ჯეიმს პარკზე” ადვილად მოუგო “ნიუკასლს”.
ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-10 ტურში გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნის.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა შემდეგ ტურში ყოფილი ქარხნის მუშა “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანას და გახდება თუ არა პრემიერლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი.
XIII ტური

უოტფორდი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 დეპაი (11), 1:1 დინი (87-პენ.), 1:2 დინი (90 ს. კ.)

ნიუკასლი-ლესტერი 0:3
გოლები: 0:1 ვარდი (45+1), 0:2 ულოა (62), 0:3 ოკაზაკი (83)

ჩელსი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 დიეგო კოშტა (64)

საუთჰემპტონი-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 ბოიანი (10)

ევერტონი-ასტონ ვილა 4:0
გოლები: 1:0 ბარკლი (17), 2:0 ლუკაკუ (28), 3:0 ბარკლი (42), 4:0 ლუკაკუ (59)

სუონსი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 კინგი (10), 0:2 გოსლინგი (26), 1:2 ა. აიუ (28), 2:2 შელვი (39-პენ.)

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 ჟირუ (28), 1:1 მორისონი (35), 2:1 არტეტა (40-ს.კ-ში)

სიტი-ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 მანგალა (7 ს.კ.), 0:2 კოუტინიო (23), 0:3 ფირმინო (32), 1:3 აგუერო (44), 1:4 შკრტელი (81)

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 4:1
გოლები: 1:0 კეინი (23), 2:0 ალდერვეირელდი (33), 3:0 კეინი (50), 4:0 უოკერი (83), 4:1 ლანსინი (87)

კრისტალ პალასი-სანდერლენდი დღეს

მომდევნო ტური
28 ნოემბერი:
ბორნმუთი-ევერტონი, კრ. პალასი-ნიუკასლი, სიტი-საუთჰემპტონი, სანდერლენდი-სტოკი, ასტონ ვილა-უოტფორდი, ლესტერი-მანჩესტერი
29 ნოემბერი:
ტოტენჰემი-ჩელსი, ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ნორვიჩი-არსენალი, ლივერპული-სუონსი.

 

 

match-report-chels.jpg

2276942_heroa

3000

_86819526_kane_pa

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები