LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური P2P მოდელი საერთაშორისო ამანათების ბაზარზე: ODIN-ის აპლიკაცია 2026 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება

148
ODIN

პირველად მსოფლიოში, საერთაშორისო ამანათების გაგზავნა P2P (Peer-to-Peer) აპლიკაციის მეშვეობით განხორციელდება. აპლიკაცია პირდაპირ დააკავშირებს ამანათის გამგზავნებს მოგზაურებთან, რომლებიც უკვე მიფრინავენ იმავე დანიშნულების ადგილზე.

ინოვაციური მობილური აპლიკაცია ODIN (ოდინი) 2026 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება. პროექტის იდეის ავტორი და სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ქართველი ანტრეპრენერი და საერთაშორისო ტექნოლოგიების იურისტი გიორგი რაზმაძეა, თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი (CTO) კი – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი (Software Engineer) გიორგი შალამბერიძე.

ODIN არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც მცირე და საშუალო ზომის ამანათების საზღვარგარეთ გაგზავნა სურთ, იმ მოგზაურებთან აკავშირებს, რომლებიც იმავე მიმართულებით მიემართებიან, აქვთ თავისუფალი ადგილი ბარგში და თავისუფალი ბარგის ადგილის უტილიზებით დამატებითი შემოსავლის მიღება სურთ.

აპლიკაციის საშუალებით ამანათის გამგზავნი აქვეყნებს მიწოდების მოთხოვნას, უთითებს წასაღები ნივთის დეტალებს, მიწოდების მეთოდს (კარიდან აეროპორტამდე, თუ კარიდან კარამდე) და ირჩევს ფასის მოდელს:

  • სტანდარტულს, სადაც თავად განსაზღვრავს სასურველ ფასს;
  • სააუქციონოს, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ განათავსონ ბიდები და შესთავაზონ მათთვის მისაღები თანხა.

მოგზაურის არჩევის შემდეგ, გამგზავნსა და მოგზაურს შორის იხსნება აპლიკაციის შიდა ჩათი, რომლის მეშვეობითაც ისინი ამანათის გამორთმევის დროზე შეთანხმდებიან და გააზიარებენ დამატებით ინფორმაციას.

ODIN-ში, ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მკაფიო და მრავალსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს. აპლიკაციის გამოსაყენებლად ნებისმიერი მომხმარებელი რეგისტრირდება Google-ის, Facebook-ის, Apple-ის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. როგორც გამგზავნს ამანათის გასაგზავნად, ასევე მოგზაურს ამანათის წასაღებად, სჭირდება Identomat-ის იდენტობის ვერიფიკაციის გავლა, რომლის დროსაც მომხმარებელი პლატფორმას აწვდის სრულ ინფორმაციას საკუთარ იდენტობაზე. მომხმარებელი მხოლოდ ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ იღებს აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენების უფლებას. ასევე, მოგზაური აპლიკაციას აწვდის უკვე ნაყიდი ბილეთის კონფირმაციის კოდს, რათა ფრენის ლეგიტიმურობა დადგინდეს. გარდა ამისა, ამანათის გადაცემამდე გამგზავნი ვალდებულია, ხსენებულ მოგზაურს ამანათი წარუდგინოს განფუთულ მდგომარეობაში, ხოლო მოგზაური ვალდებულია მოახდინოს ღია ამანათის ინსპექცია.

ამანათის გამგზავნსა და მიმღებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ აკონტროლონ მიწოდების პროცესი ლაივ ლოკაციისა და Flight Radar-ის ინტეგრაციის მეშვეობით.

მომსახურების წარმატებით დასრულებისა და დანიშნულების ადგილზე ამანათის ჩატანის შემდეგ, მოგზაური იღებს ანაზღაურებას ODIN-ის შიდა ბალანსზე, საიდანაც თანხის განაღდება ნებისმიერ დროს შეუძლია.

„საერთაშორისო ამანათების საჰაერო გზით მიწოდების ინდუსტრია ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა მაღალი ფასები, მიწოდების ხანგრძლივი დრო, სერვისის შეზღუდული არჩევანი და გაუმჭვირვალე კომუნიკაცია. არასამუშაო დღეებსა და სადღესასწაულო პერიოდებში ეს განსაკუთრებით პრობლემატურია. ამ დაბრკოლებების თავიდან ასარიდებლად ბაზარზე უფრო სანდო, სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისის საჭიროება არსებობს. ODIN-ის მიზანი ზუსტად ესაა – საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გახადოს უფრო იაფი, მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე, ტრადიციული საკურიერო სერვისების ალტერნატიული, თანამედროვე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული P2P მოდელის მეშვეობით”, – განაცხადა გიორგი რაზმაძემ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g