LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი, ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი…” – კულუმბეგოვი მოქალაქეებს მიმართავს

161
გრეგ

საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს სოციალურ ქსელში.

“კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები მაგრამ გავატაროთ…

საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი.

ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ

პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!”,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები