LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური სიახლე ვესტელის B2B სექტორში

213

ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი „ვესტელი“ ბიზნეს სექტორსა და საქართველოში არსებულ კომპანიებს რევოლუციურ სიახლეს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მიმდინარე წელს ”ვესტელის” მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომი გახდა „ინტერაქტიული LCD მონიტორები“.

”ეს მონიტორები იდეალურ შესაძლებლობას იძლევა მართოთ ინფორმაცია, ან თუნდაც ვებ გვერდი, ვიდეო და აუდიო ფაილები, შექმნათ გრაფები და პრეზენტაციები მონიტორზე თითის, ან კალმის მარტივი შეხებით. ”ვესტელის” ინტერაქტიული მონიტორები გათვლილია ფართო მიზნობრივი აუდიტორისთვის ინფორმაციის ნათლად გადასაცემად და ამავე დროს, წარმოადგენს მონაცემთა მიწოდება-დამუშავების ყველაზე აღსაქმელ საშუალებას. აღნიშნული მონიტორები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ასევე სასწავლო პროცესებს სრულყოფაში”, – აცხადებენ ”ვესტელში”.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო პროცესის დასახვეწად და ინფორმაციის გაცვლის სიმარტივისთვის ”ვესტელმა” გააერთიანა LCD მონიტორში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და შედეგად სტანდარტული მონიტორი გახადა ინტერაქტიული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ხსენებული ინტერაქტიული LCD მონიტორი ნებისმიერი საგანმანათებლო და ბიზნეს სექტორისთვის საუკეთესო აღმოჩენაა, ვინაიდან იგი ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცვლის ყველაზე გასაგებ და მარტივ გზას წარმოადგენს.

”ვესტელის” ინტერაქტიული LCD მონიტორი საშუალებას იძლევა თითის ან კალმის მარტივი შეხებით განახორციელოთ შემდეგი ოპერაციები:

• დაწეროთ და წაშალოთ პირდაპირ მონიტორზე ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
• მართოთ მონიტორზე დოკუმენტაცია, ვიდეო, პრეზენტაცია ან თუნდაც ვებ გვერდები;
• გააკეთოთ ჩანაწერები, დახატოთ გრაფები, გადაადგილოთ, მასშტაბირება განახორციელოთ ან მიმართულება შეუცვალოთ ობიექტებს და სურათებს;
• გააზიროთ ან ამობეჭდოთ თქვენი ჩანაწერები, გრაფები, ტექსტები, ვიდეო ფაილები, ელ. ფოსტა და სხვა ფაილები;
• გადაიყვანოთ მონიტორი წერის რეჟიმიდან ფაილების ნავიგაციის რეჟიმზე და პირიქით;
• შექმნათ ვიდეო და აუდიო ფაილები ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორისთვის გასაცნობად ან ფართო საზოგადოებისთვის ლექციის/მოხსენებითი სიტყვის გასაზიარებლად;
• საინფორმაციო – საგანმანათლებლო ინსტრუქციების ვიდეო ფაილების სახით ჩასაწერად, შემდგომ მათი ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად, წარსადგენად და გასაგზავნად;
• სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში აუდიტორიის კუთვნილ ტაბლეტებზე და კომპიუტერებზე ინფორმაციის სინქრონიზაციისთვის;
• ვიქტორინების შესაქმნელად და აუდიტორიისგან მიღებული ინფორმაციის ფართო ეკრანზე სინქრონიზაციისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს ბაზარზე ”ვესტელი” 17 წელია ოპერირებს და მოსახლეობას ევროპული სტანდარტების შესაბამისი წარმოების ტექნიკას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g