LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram-ს უკვე 400 მილიონი მომხმარებელი ჰყავს

77

ფოტოსერვისის Instagram  მომხმარებელთა რიცხვმა 400 მილიონს გადააჭარბა. როგორც სოც-ქსელის ბლოგში იუწყებიან, ბოლო 9 თვეში 100 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა, ექაუნთები შეიქმნა ძირითადად აზიასა და ევროპაში, ამერიკაში  კი ინსტაგრამერების  მხოლოდ 25%  ცხოვრობს.

ბლოგში ასევე ნათქვამია, რომ Instagram აუდიტორიის რიცხვით უსწრებს მიკრობლოგების სერვისს Twitter, სადაც ამ დროისთვის 316 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული. არსებობის 4 წლის  მანძილზე პოპულარული ქსელის მეშვეობით მსოფლიომ მრავალი საინტერესო ფოტო იხილა, მათ შორის პლუტონის ზედაპირის ფოტოები, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღესასწაული, მსოფლიოსთვის აქამდე უცნობი ადგილები, მაგალითად ქალაქი-მოჩვენება ნამიბიაში და ა.შ.

Instagram -ზე ყოველ დღე, საშუალოდ 80 მილიონი ფოტო იტვირთება. დღეში  2,5 მილიარდი LIKE  ისმევა, ხოლო სერვისზე ატვირთული ფოტოების საერთო რიცხვი 30 მილიარდს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები