სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ მომსახურებას ეტაპობრივად აფართოებს. დღემდე პოსტის დადების ფუნქცია მხოლოდ სმარტფონებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი უკვე პოსტების ატვირთვა, მათი შეცვლა ან დამუშავება „დესკტოპიდანაც“ იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციონალის დიზაინი საკმაოდ ჰგავს სმარტფონზე არსებულ აპლიკაციას.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გახდება ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი, თუმცა ის უკვე ტესტირების რეჟიმშია.