ბოლო პერიოდში „ანდროიდის“, განსაკუთრებით კი Google Pixel-ის მომხმარებელთა ნაწილის მიერ დაფიქსირდა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო „ინსტაგრამის“ აპლიკაციის მიერ, ბატარეის გადაჭარბებულ მოხმარებასთან.
აღნიშნული ტენდენცია პირველად მაისის შუა რიცხვებში გახდა შესამჩნევი და არაერთმა მომხმარებელმა მიმართა შესაბამის კომპანიებს უკუკავშირით.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე არსებობდა ეჭვები, თითქოს პრობლემა „ანდროიდის“ სისტემურ განახლებას უკავშირდებოდა, მოგვიანებით, Google-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ საკითხი „ინსტაგრამის“ აპლიკაციის კოდში აღმოჩენილი ხარვეზით იყო განპირობებული. შესაბამისად, პასუხისმგებლობა Meta-ს ეკისრებოდა, რომელმაც მალევე იმოქმედა და სპეციალურად ამ ხარვეზის გამოსასწორებლად „ინსტაგრამის“ განახლებული ვერსია გამოუშვა.
„მომხმარებლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, დაუყოვნებლივ განაახლონ „ინსტაგრამის“ აპლიკაცია Play Store-ის მეშვეობით, რათა თავიდან აიცილონ ბატარეის ჭარბი ხარჯვა და ისარგებლონ ოპტიმიზებული ვერსიის შესაძლებლობებით“, – ნათქვამია განცხადებაში.