LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამის“ ერთ სარეკლამო პოსტში კიმ კარდაშიანს ნახევარ მილიონს უხდიან

64

ყველაზე პოპულარული რეალითი – ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ცნობილი ტაბლოიდების ერთ-ერთი მთავარი ნიუსმეიკერია. ცნობილი ქალბატონი „ინსტაგრამის“ საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. ცნობილი ხდება, რომ მარტო ერთ სარეკლამო პოსტში მას ნახევარ მილიონ დოლარს უხდიან.

ციფრული მარკეტინგული ფირმის, Talent Resources-ის ცნობით, „ინსტაგრამის“ შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, კიმი იმყოფება. მას კაილი და კენდალ ჯენერები მოჰყვებიან, რომლებსაც ერთ სარეკლამო პოსტში 400 ათას დოლარს უხდიან, რაც შეეხებათ კორტნის და ქლოეს, მათი ანაზღაურება 250 ათას დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები