Instagram-ზე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის რეჟიმი ამოქმედდა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სიახლის მიზანი მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებაა.
ირკვევა, რომ აუდიოშეტყობინებების რეჟიმი პირადი მიმოწერის (Direct) განყოფილებაში, iOS-სა და Android პლატფორმაზე ეტაპობრივად ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ხმოვანი შეტყობინებების რეჟიმი მომხმარებლებს Facebook-მა შესთავაზა.