ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების რეიტინგში დადებითი შეფასების მხრივ პირველ ადგილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა.
კვლევის შედეგებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას „ძალიან კარგად“ გამოკითხულთა 20% აფასებს, 41% მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა „კარგია“, 21% – „საშუალო“.
ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა - NDI
რესპონდენტების 33 % ფიქრობს, რომ კახა კალაძე „კარგად“ მუშაობს, 10 %-ის აზრით - „ძალიან კარგად“.
ამასთან, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლების საქმიანობა „ძალიან კარგია“, 47% – „კარგი“, 27% – „საშუალო“.
რაც შეეხება ჯარის საქმიანობას გამოკითხვის შედეგი შემდეგნაირია: „ძალიან კარგი“ – 8*, „კარგი“ – 47 პროცენტი, „საშუალო“ – 26 პროცენტი.
საქართველოს პოლიციის საქმიაობას გამოკითხულთა 6% „ძალიან კარგად“ აფასებს, 42%– „კარგად“, 34% – „საშუალოდ“.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.