LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტელექტ კლუბის მოაზროვნის, ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ოპერაცია იანვრის ბოლოს დაინიშნა

782
ნიკასთვის 2

ნიკა აგლაძეს, რომელიც ინტელექტ კლუბის მოაზროვნეა, ცოტა ხნის წინ თავის ტვინის კავერნომა დაუდგინდა. მას ერთი ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მორიგი ოპერაცია 31 იანვარს დაინიშნა, რისთვისაც მას 70 ათასი ევრო სჭირდება. 

სწორედ ამის გამო, 18 იანვარს მწერალთა სახლში აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა იმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია

აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე::
TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები