დღეს, გადაცემა “ბიზნესკურიერის” ეთერი კომპანია “ბიას” სტატისტიკას დაეთმო.
კომპანიის წარმომადგენელმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგის, ინტერნეტ მაღაზიების კუთხით მოღვაწე კომპანიების სტატისტიკა გაგვაცნო.
აღნიშნულ დარგში ბოლო განახლების მიხედვით კომპანიას, 300-მდე მოქმედი იურიდიული პირი უფიქსირდება, საიდანაც კომპანიების 77% ეკონომიკურად აქტიური იურიდიული პირია.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ მაღაზიების ვაჭრობის სფერო შეზღუდული ნამდვილად არ არის და ყველა სახის საცალო თუ საბითუმო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიას შეუძლია უკვე ონლაინ მაღაზიით მოახდინოს პროდუქტის რეალიზაცია.
ინტერნეტ მაღაზიების საქმიანობის სპეციფიურობიდან გამომდინარე ადამიანური რესურსის მაღალი მაჩვენებლი არ სჭირდებათ, მათი ბიზნესის პრიორიტეტი უმეტეს შემტხვევაში სწორედ დაზოგილი ადამინური რესურსია.
რაც შეეხება დასაქმებას:
1-დან -10-მდე თანამშრომლების დიაპაზონი უფიქსირდება კომპანიების 80%-ს
10-დან – 20მდე – კომპანიების 9%-ს
20-დან – 50მდე – კომპანიების 7%-ს
50-დან – 100მდე – კომპანიების 2%-ს
100-ის ზევით – კომპანიების 2%-ს
ტოპ რეგიონი რომლებიც ძირითადად დატვირთული არის ინტერნეტ მარაზიების მომსახურებით,
ძირითადი წილი მოდის თბილისზე 95%
ხოლო თანაბარი წილებით გვხვდება იმერეთი, ქვემო ქართლი და აჭარის რეგიონი.
ბიას ონლაინ მონაცემთა ბაზაში ინტერნეტ მაღაზიების ბიზნესში ჩართული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:
4% არის მსხვილი ზომის კომპანია
17% საშუალო ზომის კომპანია
ხოლო დანარჩენი 79% მცირე ზომის კომპანია.
აღსანიშნავია ასევე, რომ ინტერნეტ მაღაზიების ბიზნესში არსებული კომოანიების 27% იყენებს სხვა საკურიერო კომპანიების მომსახურებას. ხოლო დანარჩენ იურიდიულ პირებს თავად ჰყავთ გამოყოფილი კადრები პროდუქციის ადგილზე მიწოდების სერვისისთვის.
აღნიშნულ მომსახურების კომპანიების 42% არის იმპორტის განმახორციელებელი თავადვე, უმეტესწლად გვხვდება შემდეგი პროდუქციის იმპორტი:
წვრილი და მსხვილი ტექნიკა
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
საბავშვო პროდუქცია
ტანსაცმელი და აქსესუარები
ტექსტილი
პარფიუმერია და კოსმეტიკური პროდუქცია
სხვადასხვა შერეული პროდუქცია
ხოლო სტატისტიკურად გამოყოფილი ყველაზე მოთხოვნადი საიმპორტო ქვეყნებია:
ჩინეთი
თურქეთი
რუსეთი
აშშ
გერმანია