2015 წლის 14-15 დეკემბერს ევროსაბჭო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან პარტნიორობით ატარებს ინტერნეტ მმართველობის ფორუმს – ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში.
როგორც “ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ინტერნეტ მმართველობა – აქტორები და ინსტიტუციები, ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები, ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა, ონლაინ ჟურნალისტიკა საქართველოში და ინტერნეტ სფეროს მარეგულირებელი ნორმები.
ფორუმს საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე გახსნის.