ინტერნეტში ყოფილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას შვილის ფოტო ვრცელდება. ბიჭი ძალიან ჰგავს ვლადიმირ პუტინს.
„დიმიტრი ვლადიმიროვიჩ კაბაევი, ალინა კაბაევას ვაჟი. ტრილიონერი ბიჭი დაახლოებით 10-11 წლისაა. ფოტო გადაღებულია 2021 წელს“. – ვკითხულობთ რუსი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კონსტანტინ ბოროვოის სტატუსში.
„საოცრად ჰგავს პუტინს,“
„ეტყობა, რომ კარგად სწავლობს“,
„ბავშვმა რა დააშავა“,
„და ვინ თქვა, რომ პუტინს შემცვლელი ვერ ეყოლება? 20 წლის შემდეგ თავისუფლად შეცვლის“. – ვკითხულობთ ფოტოების კომენტარებში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აშშ-ში 2019 წლიდან ცხოვრობს.
მედია, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად განიხილავს რუსეთის პრეზიდენტის რომანს ყოფილ ტანმოვარჯიშესთან ალინა კაბაევასთან.
ომის დაწყებისას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაბაევა პუტინმა შვეიცარიაში გახიზნა, მოგვიანებით კაბაევა მოსკოვში დაბრუნდა.
ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის გულისსწორი გამოჩნდა – ალინა კაბაევა მოსკოვშია