LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ყალბი საიტი შეიქმნა – ფინანსთა სამინისტრო

Untitled

პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქცნიონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისრტო ავრცელებს.

უწყების მიერ განცხადების გავრცელება მას შემდეგა გახდა საჭირო, რაც სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში კიდევ რამდენიმე გვერდი შეიქმნა,  მათგან ერთ-ერთი wali.ge არის, რომელზეც სხვადასხვა მიკროსაფინანსოების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

ყალბი საიტი შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, რომ რომელიმე ორგანიზაციიდან კვლავ აიღონ სწრაფი სესხი.

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდი Vali.ge გუშინ, 18:00 საათზე ამუშავდა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს.

ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ, რადგან თავიანთ ინფორმაციას გაეცნონ. ამ დროისთვის ბაზა “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის”, “ლიბერთი ბანკის”, “სილქ როუდ ბანკის”, “ხალიკ ბანკი საქართველოს” და “იშბანკი საქართველოს” სესხების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიას სხვა საფინანსო ორგანიზაციებიც დაემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g