LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერპარტიული ჯგუფის საკონსტიტუციო მოთხოვნები

68

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები უმრავლესობას ერთობლივი განცხადებით პასუხობენ.

განცხადებაში  ჩამოთვლილია ის საკითხები, რის გათვალისწინებასაც ოპოზიციური ძალები აუცილებლად მიიჩნევენ.

1. გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი). მანდატები უნდა განაწილდეს დონტის ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას.

2. შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

3. შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

4. შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (კონსტიტუციის 70-ე მუხლი).

“რაც შეეხება არასაარჩევნო თემატიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას პოზიციებს გააცნობენ ინდივიდუალურ რეჟიმში.

“აქვე აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, სამართლებრივი თვალსაზრისით, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, კონსტიტუციური შესწორების პროექტს მხარი დავუჭიროთ ან მის წინააღმდეგ მივცეთ ხმა საქართველოს პარლამენტში. იმავდროულად, პოლიტიკური მხარდაჭერის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმის გათვალისწინებით, გაიზიარებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენს მიერ დასახელებულ საკითხებს,” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს  11 პოლიტიკური პარტია აწერს.

ეს პარტიებია:  “ახალი მემარჯვენეები”, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, ”გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა”, ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, ”ევროპელი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”თავისუფალი საქართველო”, ”თავისუფლება”,   ”ლეიბორისტული პარტია”, ”ტრადიციონალისტთა კავშირი”  და ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

magti 5g