ინტერპოლი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუჰუდინოვს ეძებს. ინტერპოლის ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „სევერის“ ბატალიონის 29 წლის წევრი, რომელსაც ბრალად ნემცოვის მკვლელობის დაკვეთა და ორგანიზება ედება, პოვნისთანავე უნდა დააკავონ.
2015 წლის 18 ნოემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულს დაპატიმრება დაუსწრებლად მიუსაჯა. რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.