LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუჩინარებული ინტერპოლის უფროსი ჩინეთშია დაკავებული

110

ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ინტერპოლის გაუჩინარებული ხელმძღვანელი მენ ჰუნვეი ჩინეთშია დაკავებული. BBC-ის ცნობით, ჩინეთის ანტიკორუფციული ორგანო მას კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

ინტერპოლის მიერ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულმა მენ ჰუნვეიმ ინტერპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა.

ინტერპოლის წესდების მიხედვით, ორგანიზაციას პირველი ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე ახალ პრეზიდენტს ორი წლის ვადით აირჩევენ. გენერალური ასამბლეის 87-ე სესია დუბაიში 18-21 ნოემბერს გაიმართება.

მენ ჰუნვეი, რომელიც ასევე ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, ლიონიდან ჩინეთში გამგზავრების შემდეგ (29 სექტემბერს) დაიკარგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები