LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

128
იპნ-ს ფოტოგრაფზე თავდამსხმელის პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი, გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლე გიზო უბილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე, საერთო ჯამში, დადვანის ჩათვლით შვიდი ბრალდებული იყო წარმოდგენილი, რომლებიც ასევე პატიმრობაში დარჩნენ.

პროკურატურამ შვიდივე მათგანის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარემ განმარტა, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია წარდგენილი ბრალდების ქმედება, ბრალდებულების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია იდენტური დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელება, ჯგუფური ორგანიზებული ძალადობრივი ქმედება და ა.შ.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები ძალადობრივ ქმედებას არ უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

პროკურორის თქმით, ბრალდება მიიჩნევს, რომ ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედება თავისუფლებაში ყოფნისას შესაძლოა განმეორდეს, ასევე, გასათვალისწინებელია მტიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მუხრან დადვანის ადვოკატების მსგავსად, სხვა ბრალდებულის ადვოკატებმაც სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართეს.

ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულები პატიმრობაში დარჩნენ. ამასთან, დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას არ ითვალისწინებს და პროკურატურის მიერ დასახელებული საფრთხეები შაბლონურია.

5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების ახლობლები საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს უპირისპირდებიან

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულის, დავით კუტალაძის პროცესი მიმდინარეობს – უფლებადამცველი მისი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
mazda magti 5g