გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ dianews.ge ავრცელებს.
კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა.
წინა დღეებში ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო ცენტრში არასრულწლოვანთა მასობრივი შეყვანა დაფიქსირდა.
მოსახლეობა ინტოქსიკაციის მიზეზად დაბინძურებულ წყალს ასახელებდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებდნენ, რომ სასმელი წყლის მასობრივი დაბინძურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დროისთვის 26 პაციენტი რჩება, დანარჩენებმა კი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკა დატოვეს.