LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორები “მექანიზატორის” პრივატიზაციით ნაკლებად ინტერესდებიან

49

შპს ”მექანიზატორში” პრივატიზაციემდე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ”ფორტუნას” განუცხადა, ტექნიკური საშუალებების სრულად აღრიცხვის შემდეგ, მონაცემები საჯარო გახდება.

„მექანიზატორის” ღირებულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ანალიზისა და აღრიცხვის პროცედურები უნდა დასრულდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით, დიდი დაინტერესება არ არის“- განაცხადა დანელიამ.

მისი თქმით, უკვე გაიმართა შეხვედრა ოპერატორებთან, მათ შორის იმპორტიორებთან, რომელთაც ტექნიკა შემოჰყავთ საქართველოში და აქვთ სადილეროები.

„დაინტერესება ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მაღალია, მაგრამ მცირე დაინტერესება არსებობს, ამიტომ ჩვენ მოვერგებით იმ რეალობას, რომელიც ქართულ ბაზარზე იქნება’ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკი შპს ”მექანიზატორი”, რომელიც ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო სექტორის მფლობელობაში უნდა გადავიდეს. შპს ”მექანიზატორის” საქმიანობის მიმართულებებია: მცირე და მსხვილი ფერმერების მომსახურება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია; ფერმერთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა და ტრეინინგების ჩატარება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაშ ითანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რემონტი, მარაგი ნაწილებით უზრუნველყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g