LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტი ემუშავა მოსახლეობასთან და დრო არ დაეკარგა – თურნავა „ნამახვანჰესის“ პროექტზე

75
---2021-05-25-09-10-33-405153

ეკონომიკის მინისტრი „ნამახვანჰესის“ პროექტზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ კომპანია ENKA-ს მოსახლეობასთან მეტი რომ ემუშავა, შესაძლოა „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეჰქმნოდა.

„ვფიქრობ, ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტი ემუშავა მოსახლეობასთან და გარკვეული დრო არ დაეკარგა, დღეს შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვართ იქ, სადაც ვართ“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ENKA-სთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და მთავრობის სურვილია, რომ საქმე არბიტრაჟამდე არ მოვიდეს. „ჯერჯერობით საარბიტრაჟო დავა დაწყებული არ არის. შესაძლოა, ისე შევთანხმდეთ ამ პროექტის ფარგლებში, რომ არბიტრაჟამდე არც მივიდეთ, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი სურვილია“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 2021 წლის სექტემბერში, თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან “ნამახვანჰესის” მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g