LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოჰანეს ჰანი: უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა

141
1556522104-YJG2YVCRTEI6TPNXIT4URTAGAU-1024x609

იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ ევროკომისარმა ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება დაკავშირებულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან.

„რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკონომიკურ განვითარებას, მით უფრო მეტად აისახება ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებელობასა და ხარისხზე. ვფიქრობ, ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, უნდა განახორციელონ ის, რაც უკვე არსებობს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების კუთხით, რათა გააქტიურდეს ეკონომიკური განვითარება და გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ, რა მომავალი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ცნობისთვის, მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც  პრემიერ- მინისტრი ხელმძღვანელობს. მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას.

ბრიუსელში გამგზავრებამდე მთავრობის მეთაურმა განაცხადა,  რომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, შესაძლოა, წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით იყოს გარკვეული ცვლილებები, მათ შორის დაიხვეწოს ტექნიკური დეტალები და საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება, ამას უკვე სამუშაო პროცესი აჩვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g