„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ დღეს, ოპოზიციაში ცდილობენ, რომ გარკვეული აღქმები შექმნან, რასაც საფუძველი არ გააჩნია:
„ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ უკრაინული მოდელი დეოლიგარქიზაციაზე, იმიტომ, რომ ისინიც აღიარებენ, ამ კანონის მიხედვითაც, თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ცხადია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ამ მოდელის, ლექსიკონური განმარტებითაც ასეა.
შესაბამისად, მათ ის ხელოვნური არგუმენტებიც ეცლებათ ხელიდან, რითაც დღეს ცდილობენ, რომ გარკვეული აღქმები შექმნან, რასაც საფუძველი არ გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ.“– განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამავე თემაზე:
სარჯველაძე დეოლიგარქიზაციაზე: იმიტომ რომ ევროპარლამენტარის ნათქვამია, ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ