LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე დეოლიგარქიზაციაზე: იმიტომ რომ ევროპარლამენტარის ნათქვამია, ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ

78
მიხეილ სარჯველაძე

„როდესაც ოლიგარქობაზე გვაქვს საუბარი, მერწმუნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ამ დასკვნის გაკეთებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შეაფასა.

სარჯველაძის მოსაზრებით, ივანიშვილი ოლიგარქი არაა და რადგან ამას ევროპარლამენტარები ამბობენ, არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა.

„მთავარი რაც არის ოლიგარქის ცნებისთვის, რომ ადამიანი ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს კონკრეტული გავლენები ხელისუფლებასთან მიმართებაში, ასეთი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

თუ რომელიმე ევროპარლამენტარი მცდარ აზრს იტყვის, იმიტომ რომ ეს ევროპარლამენტარის ნათქვამია, მე არ მიმაჩნია, რომ ეს უდავოდ ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მანჯგალაძე: ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია

ცნობისთვის, პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მოთხოვნაა, იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს.

„არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის მსახურები ამ კითხვებს უპასუხებენ“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ “ოცნებას” 31 კითხვას უსვამენ

magti 5g