LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია

74
მანჯგალაძე და ივანიშვილი

„ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროპელი პარტნიორები სკეპტიკურად უყურებენ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და აღნიშნავენ, რომ ფორმალური ცვლილებები რეკომენდაციების შესრულებად ვერ ჩაითვლება.

„ოლიგარქიასთან დაკავშირებულ კანონზე არა მარტო საქართველოს მიმართ, უკრაინული კანონის მიმართაც აქვთ შენიშვნები ევროკომისიას. საქართველოსთან მიმართებით პირდაპირ საუბრობენ, რომ ეს კანონი აცდენილია რეალობას, ვერ აზღვევს იმ რისკებს, რაც საქართველოშია.

ერთი ადამიანის ოლიგარქიულ მმართველობას ეწირება ქვეყნის ინტერესი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქვთ შენიშვნები.

„არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის მსახურები ამ კითხვებს უპასუხებენ“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ “ოცნებას” 31 კითხვას უსვამენ

ფორმალურად, რა თქმა უნდა, ივანიშვილი გასულია ყველანაირი სივრციდან, არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია.

ევროპელები გვეუბნებიან, რომ ფორმალურად მიღებულ კანონებს ვერ ჩათვლიან რეკომენდაციების შესრულებად,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

magti 5g