LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით უკვე 11-მა ოჯახმა ისარგებლა

83
ipo-gzavnilit

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით უკვე 11-მა ოჯახმა ისარგებლა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი პროგრამები უკვე ამოქმედდა.

„სულ 2 კვირაა ამ მომენტიდან გასული, რაც არ არის საკმარისი დრო, რომ მთელი მასშტაბით ბიზნეს აქტიურობა აისახოს, თუმცა სხვადასხვა ბანკიდან მოგვდის მონაცემები, რომ 11-მდე იპოთეკური სესხი არის ახალი პროგრამით მხარდაჭერილი, საუბარია მრავალშვილიან ოჯახებზე და ასევე, ოჯახებზე, ვისაც ახალშობილი გაუჩნდება. ამის შედეგად, ადამიანები უკვე სარგებლობენ თავიანთი საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის იპოთეკური სესხით და ჩვენი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები