”სამეფო კარის თამაშების” დასრულების შემდეგ, საკულტო სერიალში მონაწილე მსახიობები სატელევიზიო შოუს გადასაღები მოედნიდან ახლა უფრო თამამად და აქტიურად აზიარებენ იმ კადრებს, რომლებიც მათთვის ცხოვრების ტკბილ და ღირებულ მოგონებად დარჩება.
საქმე ისაა, რომ სოფი ტერნერმა, რომელიც HBO-ს გახმაურებულ პროექტში სანსა სტარკს განასახიერებდა ამჯერად ”ინსტაგრამზე” ფინალური ეპიზოდის კადრს მიღმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის მეისი უილიამსთან და აიზეკ ჰემპსტედ-რაიტთან ერთადაა აღბეჭდილი.
სახალისო ფოტოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გულიანად გააცინა, 23 წლის მსახიობი მოწევისას არის გადაღებული, მისი ”და-ძმა”, არია და ბრანი კი კამერის ჩართვამდე სათვალითა და მოკლე შორტებით პოზირებენ.