LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% კი ნიკა მელიას მისცემს ხმას

207
მელია - კალაძე

IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% კი ნიკა მელიას მისცემს ხმას. “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვა ყველა ქალაქისთვის ერთნაირად და მარტივად ჟღერდა – მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

ნიკა მელია – 48,4%

კახა კალაძე – 51,6%

კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g