92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ დღეს, 4 აგვისტოს დილით გაავრცელა ნატო ვაჩნაძის ფონდმა.
უდიდესი ქართველი კინორეჟისორის გარდაცვალებას, არაერთი ცნობილი ადამიანი ეხმაურება.
საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ ელდარ შენგელაიამ ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა:
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
92 წლის ასაკში ლეგენდარული კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.
„გამორჩეულად მიყვარდა და არა მარტო მე, არ მეგულება ადამიანი ვინც მისი ფილმებიდან ციტატებით არ საუბრობდეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანა დოლიძე წერს და უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება.
ნანა დოლიძე დიდ კინორეჟისორს მადლობას უხდის:
„გამორჩეულად მიყვარდა და არა მარტო მე, არ მეგულება ადამიანი ვინც მისი ფილმებიდან ციტატებით არ საუბრობდეს. ის რომ არა, არც მიქელა, არც გაადამიანურებული პლატონი, არც ერთაოზი და მიზანა გვეყოლებოდა და არც აგული და პიპინია ერისთავები, რომ არაფერი ვთქვა ტრიფონზე, მარგარიტაზე, სოსოზე, ვაჟა ზაზაევიჩზე. იდუმალებით მოსილ გივიზე …. ის რომ არა, ვერავინ დააბრუნებდა ზეციდან ვალად გაყოლილ სიმღერას, ვერც თამუნიას საფლავზე დაეშვებოდა ვარდები, ვერც პიკასოს ბიჭის გართობის და ვალოდია ჯინჭარაძის მივიწყების ამბებს შევიტყობდით, ვერც საშტატო განრიგს დაგვაწევდნენ გზად, ვერც ბზარს აღმოვაჩენდით, ვერც არტემ ჩაჩანიძის ლირიკას ვეზიარებოდით და ვერც იმას მივხვდებოდით, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც” და თუ ადამიანს ჭეშმარიტად სურს თავისუფლება, ის აუცილებლად გაფრინდება, თუნდაც ფიზიკის ყველა კანონს არღვევდეს … მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის სიყვარულით შექმენით, იმ სიმდიდრისთვის რაც დაგვიტოვეთ. იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა ….“ – წერს ნანა დოლიძე.
გამორჩეულად მიყვარდა და არა მარტო მე, არ მეგულება ადამიანი ვინც მისი ფილმებიდან ციტატებით არ საუბრობდეს ❤ ის რომ არა,…
Posted by Nana Dolidze on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025
უდიდეს ქართველ კინორეჟისორს ემოციური სტატუსით ემშვიდობება რეჟისორი, სანდრო ელოშვილი:
„უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა… მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება „ცისფერი მთები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“… – წერს სანდრო ელოშვილი.
უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა… 💔 მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება “ცისფერი მთები“, “არაჩვეულებრივი გამოფენა“, “შერეკილები“…
Posted by სანდრო ელოშვილი on კვირა, 03 აგვისტო, 2025
„ჩვენი ძვირფასი ელდარი…“ – წერს მომღერალი, ეკა კახიანი და სოციალურ ქსელში ელდარ შენგელაიასთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
ჩვენი ძვირფასი ელდარი💔
Posted by Eka Kakhiani on კვირა, 03 აგვისტო, 2025
„მშვიდობით ლეგენდავ… დიდი მადლობა ყველაფრისთვის “, – ასე ეხმაურება კინორეჟისორის გარდაცვალებას მომღერალი, ნინი ბადურაშვილი.
მშვიდობით ლეგენდავ… დიდი მადლობა ყველაფრისთვის 💔🥀
Posted by Nini Badurashvili on კვირა, 03 აგვისტო, 2025
„შერეკილები”, ,,არაჩვეულებრივი გამოფენა”, ,,ცისფერი მთები” საქართველოს გაჰყვება დიდ,უსასრულო მომავალში…,,საგზლად” დაგვიტოვა ჩვენ,ქართველებს. გენიალური რეჟისორი წავიდა. ბატონო ელდარ,ნათელში თქვენი სული“, – ამის შესახებ კი მსახიობი, გია როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ელდარ შენგელაიას კადრებს ავრცელებს.
,,შერეკილები", ,,არაჩვეულებრივი გამოფენა", ,,ცისფერი მთები" საქართველოს გაჰყვება დიდ,უსასრულო მომავალში…,,საგზლად" დაგვიტოვა ჩვენ,ქართველებს. გენიალური რეჟისორი წავიდა.💔 ბატონო ელდარ,ნათელში თქვენი სული🙏♥️
Posted by Gia Roinishvili on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025
ცნობისთვის, 92 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.