ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობის დეტალებს იხსენებს.
“პირველი 4 დღე ვიყავით მესაზღვრეების “კაპეზე” თუ რაც ჰქვია, 3 საწოლიან ოთახში ვიყავით, ვიყავით 4 და გვიწევდა, რომ 2 ჩავდიოდით ქვევით ე.წ კარცერი იყო ალბათ, ფანჯრის გარეშე. 3 დღე იქ ვიყავი, მერე ვიყავი 2 დღე იზოლატორში და სასამართლოს მერე წინასწარი დაკავების საკანში მარტო, ერთადგილიანში. მარტო გამოვყავდი სასეირნოდ.
დამოკიდებულება პირველივე დღიდან ჩემდამი და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ იყო ნორმალური, ჩვეულებრივი, სამწუხაროდ მე გამოცდილება არ მაქვს სხვა დაკავების ადგილებში რა ხდება, არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა ან რაღაცა ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახია. თვითონ ადგილობრივებისგანაც, დაცვის თანამშრომლები თუ ვინ იყო, არავითარი აგრესია ან ცუდი დამოკიდებულება არ იყო, პირიქით, ჩემთან ერთად ვინც იყო თავიდან, 2 იყო ნაცემი და თვითონ ისინიც აღშფოთებულები იყვნენ, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ იყვნენ ნაცემი,”- აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილმა.
როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ახალი წლის გატარება პატიმრობაში მოუწევდა.
“დილით დაახლოებით 10-ის 25 წუთი იყო დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო. ბარგიც კი მე არ ჩამილაგებია, იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული, ცხადია იქ იქნებოდა პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი, რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ ადრე გამომიშვებდნენ ვინმეს დავუტოვებდი,” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, მისი გათავისუფლება ერთ ღამეში, 12 საათში გადაწყდა.