LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქ რაც დავინახე, კიდევ სხვა იყო, პაციენტის მხრიდან პირველად შევხედე ყველაფერს – ნიკოლოზ გამყრელიძე

193
Screen-Shot-2020-04-01-at-10.22.35-AM

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ნიკოლოზ გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მოქალაქე კანონს უნდა დაემორჩილოს, რომელიც ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. გამყრელიძის თქმით, ამის ნათელი მაგალითია მისივე შემთხვევაა.

“იქ რაც დავინახე, კიდევ სხვა იყო, პაციენტის მხრიდან პირველად შევხედე ყველაფერს და ძალიან საინტერესო დაკვირვება გამოვიდა. სამედიცინო პერსონალი, ექიმებიც ადამიანები არიან და ყველას ჩვენ-ჩვენი შიშები გვაქვს. ერთი წამი არ მიგრძვნია მათ თვალებში ეს შიში რომ არსებობდა, თუნდაც, როცა ჩემთან შემოდიოდნენ, მხოლოდ შემართებას ვგრძნობდი, ეს ძალიან გამამხნევებელი იყო. მინდა, ყველა დაინფიცირებულს ვუთხრა, რომ დღეს ექიმები მართლა ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალდებულებაა, კანონს დავემორჩილოთ და კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, არ შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ. ჩემი შემთხვევა ამის მაგალითია. ძალიან მარტივად შეიძლება მოკლათ ადამიანი, ეს დაუშვებელია ხომ?“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ინტერვიუში ნიკოლოზ გამყრელიძემ იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რაც მას დაავადების პერიოდში აღენიშნებოდა.

„მე მქონდა დაბალი სიცხე. მაქსიმუმ 37.5-მდე და მქონდა მშრალი ხველა პირველი დაახლოებით 1 კვირა. შემდგომ მცირე პნევმონიაც დამიდგინდა ერთ ფილტვზე, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებდა. ხშირად კორონავირუსს აქვს ჩვეულებრივ გრიპზე ნაკლები სიმპტომატიკა. შეიძლება სრულიად ასიმპტომურიც იყოს. 2 კვირის მერე მე კვლავ დადებითი ვიყავი ვირუსზე, მაგრამ სრულიად ასიმპტომური ვიყავი – არც სიცხე მქონდა, არც ხველა და არაფერი. მძიმე გრიპის შემთხვევაში ხშირად უფრო მეტი სიმპტომი გვაქვს ისეთი, როგორიც არის სურდო, ყელის ტკივილი და ა.შ. რაც მე არ მქონია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g