LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქნებ როგორმე დამეხმაროთ, გადმომაყვანინეთ ერთადერთი შვილი – ჩემი მარიამი“ – სტამბოლის კლინიკაში გარდაცვლილის მამა ხელისუფლებას მიმართავს

205
Untitled design (3)

14 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მარიამს მიელოიდური ლეიკემია ჰქონდა და სტამბოლის კლინიკაში მკურნალობდნენ. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მკურნალობის თანხების დავალიანების გამო, ოჯახს კლინიკიდან ცხედარს არ ატანენ.

მარიამ გოგიაშვილის მამა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს.

„საქართველოს ახალგაზრდობა, ვინც იყო [სტამბოლში], ყველა გვერდში დამიდგა. ახლა მთავრობას ვთხოვ, ერთადერთი ბავშვი გადმომაყვანინოს.

თურქეთის კლინიკაშია და დავალიანების გამო არ მატანენ. იქნებ როგორმე დამეხმაროთ, ხალხო, ერთადერთი შვილი გადმომაყვანინეთ – ჩემი მარიამი“, – ამბობს მარიამის მამა ტვ „პირველთან“.

„ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, საქართველოს საკონსულო ყველაფერს აკეთებს, რათა გარდაცვლილი გადმოასვენონ:

„საქართველოს საკონსულო დაწესებულება პრობლების წარმოქმნისთანავე ჩაერთო პროცესში და ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს.

საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – განუცხადეს „ფორტუნას“ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g