LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნებ, უბრალოდ, ემხრობა ამ „ნამოხვანჰესის“ საპროტესტო აქციას და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი?! – ბექა დავითულიანი ყოფილ პოლიციელზე

45
ბექა დავითულიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, თუ იმერეთის პოლიციის ყოფილ გამომძიებელს,ზურაბ ხმელიძეს „რაიმე სამართლებრივი პრეტენზია აქვს, საქმეს მიხედოს და იჩივლოს.“ 

დავითულიანის განცხადებით, ყველა ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, მივიდეს საკუთარ საცხოვრისში და თუ ეს მისი საკუთრებაა, ამას პოლიცია ვერ აუკრძალავს. დეპუტატის თქმით, ყოფილმა გამომძიებელმა იცრუა, როცა თქვა, რომ ამას პოლიცია აკეთებს.

„თუ ეს ასე ითქვა, ტყუილია… სისტემას დღეში ასობით ადამიანი ტოვებს –ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით. თუ რაიმე სამართლებრივი პრეტენზია აქვს, საქმეს მიხედოს, იჩივლოს…უკანონოდ ვიღებთ ბრძანებასო, რომ ამბობს, ამას დადასტურება უნდა.

იქნებ, უბრალოდ, ემხრობა ამ „ნამოხვანჰესის“ საპროტესტო აქციას, შინაგანად ამის მომხრეა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი?!“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედმა გამომძიებელმა, ზურაბ ხმელიძემ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა. როგორც მან ტელეკომპანიასთან განაცხადა, დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაციული და უკანონოა.

ეს ადამიანი დადგა სიმართლის მხარეს – იქ, სადაც ვფიქრობ, თითოეული ქართველი უნდა იდგეს: ვარლამ გოლეთიანი პოლიციელის გადადგომას ეხმაურება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g