მილიარდერ რძალთან, ნიკოლა პელტცთან დაპირისპირების ფონზე, ვიქტორია ბექჰემი დოკუმენტური სერიალის გამოსაშვებად ემზადება. Netflix-ის ახალი „შოუ“, სახელწოდებით So Posh! გვიჩვენებს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, კულისებს მიღმა მომხდარ ამბებსა და სირთულეებს.
„იქნება ბევრი ცრემლი. მაინტერესებს, რას ვიგრძნობ, როცა ჩემს ცრემლებს დიდ ეკრანზე ვნახავ. გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა ყველაფერი მონტაჟზეა დამოკიდებული“, – აცხადებს ვიქტორია.
ცნობისთვის, ვიქტორიამ თავისი ბრენდი 2008 წელს დააარსა და ახლა, 51 წლის ასაკში, ის კვლავ აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში, როგორც ბრენდის კრეატიული დირექტორი.
სერიალის პრემიერა მიმდინარე წლის 31 ივლისსა დაგეგმილი.
ვიქტორია ბექჰემმა რძალი საოჯახო ფოტოდან ჩამოჭრა
ვიქტორია ბექჰემი რძალს „გველგესლას“ ეძახის, ნიკოლა პელტცი კი, დედამთილს ასაკის გამო დასცინის


