ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე მომავალ ჯანდაცვის მინისტრს ურჩევს, „შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, სიმშვიდე და იდგეს ექიმების გვერდზე“. აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ შრომის კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების შესახებ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მან ასევე უპასუხა მთავრობის სხდომებში მონაწილეობაზე და მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე
„ბოლო მთავრობის სხდომაზე ჩვენი საკითხი არ გადიოდა. მზადების პროცესი გვქონდა, ეს შეთანხმებული იყო. დაესწრო ჩემი მოადგილე, რომელიც ასევე ხშირად ესწრება ხოლმე მთავრობის სხდომებს. იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, ვურჩევ, შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, სიმშვიდე და იდგეს ექიმების გვერდზე.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 9 დეკემბერს გადადგა. მინისტრის მოვალეობებს ტიკარაძე წლის ბოლომდე შეასრულებს.