LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანიას ქალიშვილი მიმტანად მუშაობს

914

ნათია ფანჯიკიძე აქვეყნებს სურათს, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მის ქალიშვილს, კატოს ერთ-ერთი კაფის ამერიკელმა კლიენტმა დაუხატა. კატო საზღვარგარეთ სწავლობს და კაფეში შაბათ-კვირას მიმტანად მუშაობს.

როგორც ნათია წერს:

„ფრანგულ კაფეში, სადაც კატო შაბათ-კვირას მიმტანად მუშაობს, ვიღაც ამერიკელმა არტისტმა ისაუზმა და ეს ჩანახატი დაუტოვა. ძალიან ლამაზი გოგო ხარო, უთქვამს. რა დედამ გშობა, ალბათ, რა ულამაზესი დედა გყავსო, ეს არ უთქვამს, მაგრამ მე მოვიგონე და დავამატებ, უხდება ამბავს. რა უცნაური რამაა ხელებიდან გამომავალი ინფორმაცია. ამ ნახატში კატო ამერიკელ გოგოს გავს. ჩინელს რომ დაეხატა, ჩინელ გოგოს დაემსგავსებოდა, რუსს რომ დაეხატა, რუსს. ხელები ყოველთვის პატრონის ეროვნების შესაბამისად ხედავენ, აღიქვამენ და გადმოსცემენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები