მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალებიდან „სიყვარულს მიღმა“ და „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო, საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ გართობის მოყვარულია.
პირად ცხოვრებაში რა ხდება?
დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ ამაზე აღარ ვსაუბრობ.
მშობლები არ გეკითხებიან, ცოლი როდის უნდა მოიყვანო, შვილიშვილი როდის გვეყოლებაო?
მარტო მშობლები კი არა, მთელი საქართველო მაგას მეკითხება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. რეალურად მართლა არავის საქმე არ არის.
მქონია სერიოზული ურთიერთობები და ვიცი, ეს რაც არის. ძალიან კარგი იყო, მაგრამ მერე დავშორდით. ალბათ, იმიტომ, რომ მე გართობა მიყვარს, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობაშიც უნდა გიყვარდეს გართობა. შენს უნდა ერთობოდე, შენი პარტნიორიც და ამით თავს კარგად უნდა გრძნობდეთ. მხოლოდ სერიოზულობა, ალბათ, მოსაწყენი იქნება…“
გამომძიებელი „ჩცდ“- დან – „განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვების მხრიდან დავინახე…“