LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ჩოლოყაშვილის ვაჟს გულის ხელოვნური სარქველი გადაუნერგეს: „დიმიტრი ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს…“

985
ირაკლი ჩოლოყაშვილი

მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის ვაჟს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა თორნიკე სოლოღაშვილმა გულის ხელოვნური სარქველი გადაუნერგა.

ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

„დიმიტრი ახლა 10 წლისაა. 9 წლის რომ იყო, შევატყვეთ, რომ სხვა ბავშვებთან შედარებით თითქოს უფრო მალე იღლებოდა. გადაუღეს გულის ექოსკოპია და აღმოჩნდა, რომ ერთი სარქველი აკლდა და ეს თანდაყოლილი ყოფილა.

დიმიტრი ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს. არაფერში შეუშლის ხელს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ექიმ თორნიკე სოლოღაშვილს, რომელიც ასეთი ძლიერი ექიმია. მთელ მსოფლიოში დადის და უანგაროდ აკეთებს ოპერაციებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g