LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი დემეტრაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში პოლონელი ძიუდოისტი ეფექტური იპონით დაამარცხა

126
ირაკლი დემეტრაშვილი

პოლონეთის ქალაქ პილაში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ქართველმა ფინალში პოლონელი ძიუდოისტი ტერესინსკი ეფექტური იპონით დაამარცხა.

დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემაც (81კგ).

ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში დამარცხდნენ.

17 ნოემბერს კონტინენტის პირველობაზე შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება.

ფოტო: „პირველი არხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g