2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე არიან დამოკიდებულნი, მათ მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. საუბარია, დაახლოებით, 400 ათას პენსიონერზე. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეღავათია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც.
