„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე – გრძნობს თუ არა თავს დაცულად მედია ამ ხელისუფლების პირობებში და ესხმიან თუ არა თავს დეპუტატებს, უპასუხა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე დიდხანს იქნება პრემიერ-მინისტრი, ვიდრე მისი არხის მფლობელს წარმოუდგენია.
„თქვენი ტელევიზიის მფლობელის დროს არა თუ ჟურნალისტებზე ძალადობა ხდებოდა, არამედ პირდაპირ მათი ტელევიზიის დარბევა მიდიოდა. ჩვენი ხელისუფლების დროს არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
თუ შენ გულისხმობ 5 ივლისის მოვლენებს, ცხადია, ეს იყო გაუმართლებელი. არა, ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება და იმაზე დიდხანს იქნება პრემიერ-მინისტრი, ვიდრე თქვენი არხის მფლობელს წარმოუდგენია“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.